„დღეს ქართული ოცნება წესით უნდა მიმხვდარიყო, რომ ძალიან ცუდად აქვს საქმე“ - თეონა ცხომელიძე
ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს ქართული ოცნება წესით უნდა მიმხვდარიყო რომ ძალიან ცუდად აქვს საქმე.
ამიტომ სულ ყველაფერზე წავლენ, ყველა წითელ ხაზს გადაკვეთავენ, რაც ახლაც კი არ წარმოგვიდგენია იმასაც კი იკადრებენ. ბეწვის ხიდზე გავდივართ და ამაზე საშიში მომენტი, რაც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ არ ყოფილა არასოდეს.“