რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც “ქართული ოცნების“ ორგანიზებით „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართა, ამ დროისთვის დასუფთავების სამსახური მუშაობს.
ადგილზე მიმდინარეობს სცენის დემონტაჟის სამუშაოებიც. სცენასთან ახლოს განლაგებულები არიან პოლიციელები.