თეგებით ძიება

28 აპრილის "ევროპული მარში" VS 29 აპრილის "ქართული ოცნების" კონტრაქცია - სად იდგა მეტი ადამიანი?

28 აპრილს, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის და ახლგაზრდების ორგანიზებით ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ "ევროპული მარში" გაიმართა. დემონსტრანტები ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ მსვლელობით გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირზე და განაგრძეს პროტესტი პარლამენტის შენობის წინ. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას მშვიდობიან დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის.

29 აპრილს კი, სადავო კანონპროექტის მხარდასაჭერად ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კონტრაქციისთვის მხარდამჭერების მობილიზაცია დაიწყო. ძირითადად საჯარო მოხელეები და პარტიული აქტივი ასობით ავტობუსით დედაქალაქში ჩამოიყვანეს. 

ბოლო დღეების მასშტაბურმა აქციებმა, აქტუალური გახადა კითხვა - რამდენი ხალხი გამოვიდა თითოეულზე?

აქციის მონაწილეთა მიახლოებით რიცხვს აპრობირებული ჯეიკობსის მეთოდით დავითვლით.

28 აპრილის ევროპულ მარშზე, პიკის დროს დაახლოებით 22:00 საათზე, როგორც ფოტო-ვიდეო მასალაზე დაყრდნობით და დრონის კადრებით ჩანს ხალხის მასა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან - რესპუბლიკის მოედნამდე იყო. 

ეს ტერიტორია თითქმის 25,000 კვ.მ. ფართობისაა. სიმჭიდროვე ცენტრში უფრო მეტი იყო, ხოლო პერიფერიებზე შედარებით ნაკლები. საშუალო სიმჭიდროვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ 3 კაცი 1 კვ.მ.-ზე. აქედან გამომდინარე გამოდის 28 აპრილის დემონსტრაციაზე 75,000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ხოლო თუ ავიღებთ მაქსიმალურ სიმჭიდროვეს 4 კაცს 1 კვ.მ.-ზე დემონსტრაციაში 100,000-მდე ადამიანს მიუღია მონაწილეობა. აღსაღნიშნავია, რომ უცხოურ პრესაში აქციის მონაწილეთა რიცხვი 100,000-ზე მეტითაც შეფასდა. აქციაში მხოლოდ თბილისის მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას და არ იყვნენ რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები.

29 აპრილს, რამდენიმე დღიანი ადმინისტრაციული რესურსის სრული მობილიზაციის შემდეგ მმართველმა პარტიამ რუსთაველის გამზირზე თავი მოუყარა მის მხარდამჭერებს. კადრებში ჩანს, რომ ადამიანების ნაკადი თავისუფლების მოედნიდან - რუსთაველის თეატრის მიღმა იყო. 

აღნიშნული ტერიტორიები ჯამში დაახ. 20,000 კვ.მ. ფართობისაა. საშუალო სიმჭიდრობით აქციაზე დაახლოებით 60,000 ადამიანი გამოდის, ხოლო მაქსიმალური სიმჭიდროვით არაუმეტეს 80,000. თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს 800-მდე ადამიანი უნდა ჩამოეყვანა რეგიონებიდან მართალია, გამოდის დამსწრეთა დაახლოებით 90% ჩამოსული იყო საქართველოს მასშტაბით. 

 ავტორი: გიორგი აბულაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა