„მორიგი უღირსი გამოსვლა სალომე ზურაბიშვილის... გუშინ შეურაცხყოფა მიაყენა ზღვა ხალხს“ - ამირან სალუქვაძე
ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მორიგი უღირსი გამოსვლა (სალომე ზურაბიშვილის), უადგილო ადგილას, უდროო დროს. მოსალოდნელიც იყო, როცა ბოღმა ერევა გონიერებას, როცა არ გაქვს იმდენი შეგნება, რომ ჯარი არაა პოლიტიკის ადგილი, როცა არ გესმის სად დგახარ და ვის წინაშე...
გაიმეორა შარშანდელი.
გუშინ შეურაცხყოფა მიაყენა ზღვა ხალხს.
მიიღო საკადრისი პასუხიც.
აღარ გავაგრძელებ.“