თეგებით ძიება

სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი საქართველოს ეწვევა

ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი საქართველოს ეწვევა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ვიზიტი 1-2 მაისს გაიმართება. ის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ, შეხვედრებს გამართავს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

„1-2 მაისს, ევროკომისიის გენერალური დირექტორი სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანი, საქართველოს ეწვევა და მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე. ის ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს გახსნის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა