თეგებით ძიება

მიხეილ ჯანელიძე - შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი

შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ რაიმე მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“ წერს.

ის ეხმიანება 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს.

„როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ასოცირების შეთანხმებაზე და ვიზალიბერალიზაციაზე მომლაპარაკებელი, ვაცხადებ:

- შეუძლებელია, იმ კურსით, რაც გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, არათუ ევროკავშირში გაწევრიანება, არამედ რაიმე მცირე ნაბიჯის წინ გადადგმაც კი.

ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ მოატყუებთ სხვას“, - წერს მიხეილ ჯანელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა