თეგებით ძიება

ზურაბ ბატიაშვილი დიპლომატებზე: ყველა მათგანს ვერ დაითანხმებენ საქართველოს სამსახურიდან რუსეთის სამსახურში გადასვლაზე

ზურა ბატიაშვილი ფეისბუქზე სტატუს აქვეყნებს:

როგორც ყოფილი დიპლომატი და ინსაიდერი, შევეცდები აგიხსნათ, როგორ აისახება ხელისუფლების უკვე ოფიციალურად ანტიდასავლურ რელსებზე გადასვლა ქართულ დიპლომატიურ სისტემასა და უშუალოდ დიპლომატებზე (რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ სწრაფად არ შეიცვალა ახლანდელი სიტუაცია):

თავიდან იქნება შედარებით "ლაითი" დავალებები ცენტრიდან (ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობის დაახლოებით 90% ხომ ცენტრიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებაა), მათ შორის, იქნება ივანიშვილის ნათქვამი სიგიჟეების ("დასავლეთი გვებრძვის", "დედა დედაა, მამა მამაა", "ენჯეოები ჩამოგდებას გვიპირებენ", "ნაცებს დავიჭერთ არჩევნების შემდეგ" და ა.შ.) სამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიტანის დავალებები. 

ახლა წარმოიდგინეთ სამყოფელი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების სახეები და რეაქციები ქართველი ელჩების მიმართ, მთელ ამ სისულელეებს რომ მოისმენენ. ამიტომ ელჩების ნაწილი შეეცდება თავიანთ ქვემდგომებს (დესპანებს, მრჩევლებს და ა.შ.) გადააბაროს ამ სათაკილო ფუნქციის შესრულება. მაგრამ ცენტრში ამას მაინც გაიგებენ, ფეხებს დაუბაკუნებენ და აიძულებენ თავად შეასრულონ ინსტრუქციები ანუ ბოლომდე გასვარონ ელჩები.

შემდეგ ეტაპზე იქნება უფრო "ძნელი" დავალებები. მაგალითად, მიაგზავნიან უკრაინელ დიპლომატებთან რუსეთის სასარგებლო ინფორმაციის მოსაპოვებლად (ასეთი რამ ხდება ხოლმე. ახლაც მახსოვს ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბილიკის დიპლომეტების საწყალი სახეები, როდესაც ჩვენთან მოდიოდნენ ხოლმე და ვიცოდით, რომ ამას რუსეთის დავალებით აკეთებდნენ). ანუ მოხდება ქართველი დიპლომატების სრულად გასვრა. 

ბოლო ეტაპზე კი სიტუაცია საბოლოოდ "დამძიმდება": რუსული სპეცსამსახურები მოითხოვენ ამ ქართველი დიპლომატების უკვე "პადპისკებით" (ხელმოწერებით) "გადაბარებას" ანუ პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურების სამსახურში ჩადგომას. ამ საქმეში კი რუსეთის სამსახურში ჩამდგარ ქართულ სპეცსამსახურებსაც გამოიყენებენ.

ანუ თუ აქამდე გონებრივი ეჭვი არსებობდა, რომ საბჭოთა პერიოდში დიპლომატიურ სისტემაში ნამსახურები ქართველები რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ, ახლა მსგავსი ეჭვის ქვეშ აღმოჩნდებიან უკვე აქაური რუსულ რეჟიმის სამსახურში მყოფი ქართველი დიპლომატები.    

ბევრი ჭკვიანი და ერთგული დიპლომატი ჰყავს საქართველოს (რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ). დარწმუნებული ვარ, რაც ზევით დავწერე, მაგ მწარე პერსპექტივაზე ისინიც ფიქრობენ.  

ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ და ეჭვი არ მეპარება მათ პატრიოტიზმში. ამიტომ მგონია, რომ ყველა მათგანს ვერ დაითანხმებენ საქართველოს სამსახურიდან რუსეთის სამსახურში გადასვლაზე.

რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ ნაწილზე მაინც იმედი მაქვს, რომ იტყვიან თავიანთ სათქმელს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა