რამდენ ხანს გასტანს სააღდგომო არდადეგები სკოლებში
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილება უქმე დღეებთან დაკავშირებით სკოლებსაც ეხება. რაც იმას ნიშნავს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასვენების დღეები 3 მაისიდან დაიწყება და 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით უქმე დღედ გამოცხადდა 7, 8 და 10 მაისი.
სააღდგომო არდადეგები 3 მაისიდან იწყებოდა და 6 მაისს სრულდებოდა, თუმცა ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, სკოლები სწავლა 13 მაისს განახლდება.