ბიძინა, შენ მე მომატყუე და ჩემისთანა ბევრი მოატყუე - ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო! - თაკო ჩარკვიანი
გუშინ, ტრიბუნასთან იდგა პუტინის მსახური რუსი ივანიშვილი - ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო! აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, მას არასდროს დაუმალავს, რომ 2012 წელს მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერდა, რადგანაც ცვლილებას ემხრობოდა.
„ქართული ოცნების“ წევრი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვემხრობოდი შეცვლას. გუშინ, რაც მოვისმინეთ ივანიშვილის სიტყვა, ეს ინფორმაცია მივიღე იმ წლებში და მხოლოდ ამან განაპირობა ჩემი პოლიტიკაში შემოსვლა. რაც გუშინ მოვისმინე, რუსული „სფიჩი“, მის გამო წავედი ოპოზიციაში. გუშინ პუტინის მსახური რუსი ივანიშვილი ტრიბუნასთან, რუსი ივანიშვილი! ბიძინა, შენ მე მომატყუე და ჩემისთანა ბევრი მოატყუე. მე შენგან სხვა სიტყვები მაქვს მოსმენილი გორში, 2012 წელს, პირადი საუბრის დროს. ყველაფერი მომატყუე და ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო. აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.