რუსეთის რამდენმა მოქალაქემ აიღო წელს ქართული მართვის მოწმობა
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მართვის მოწმობა 6 307-მა ადამიანმა აიღო, რომელთა შორის რამდენიმე ათეული უცხოეთის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს ქართული მართვის მოწმობა აიღო რუსეთის - 19-მა მოქალაქემ, ინდოეთის - - რვამ, აზერბაიჯანის - ოთხმა და თურქეთის - სამმა მოქალაქემ.
ამასთან, წელს ქართული მართვის მოწმობები გაიცა შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებზე: - უკრაინა - 3; ეგვიპტე - 3; პაკისტანი - 3; იორდანია - 2; ერაყი - 2 და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს მართვის მოწმობა 27 277-მა ადამიანმა აიღო, რომელთაგან 99 - რუსეთის მოქალაქე იყო, 40 - ინდოეთის, 18 - უკრაინის და 31 აზერბაიჯანის.