თეგებით ძიება
30. 04. 2024 ვიდეო

პერუში ავტობუსი მდინარეში ჩავარდა - დაიღუპა 25 ადამიანი (ვიდეო)

პერუს ჩრდილოეთ ნაწილში ავტობუსი მდინარეში ჩავარდა,. 25 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ავტობუსი ქალაქ სოროჩუკოში მიდიოდა. ავარია ანდების მთათა სისტემაში მოხდა. ავარია ღამის საათებში მოხდა და დახმარება ადგილზე რამდენიმე საათში მივიდა.

ქალაქ ჩელენდინში, რომლის მკვიდრები ავტობუსში ისხდნენ, 3 -დღიანი გლოვა გამოცხადდა.

პერუში ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. ამ ქვეყანაში გზები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. 2023 წლის იანვარში ავარიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა