თეგებით ძიება

არა რუსულ კანონს - ივანიშვილის დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობას მართავენ

არა რუსულ კანონს - ამ დევიზით  ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია - მსვლელობას მართავენ. ახალგაზრდები ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. 

სტუდენტები ამბობენ, რომ კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელს უშლის, მათთვის მიუღებელია.  სტუდენტებმა მარში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მოაწყვეს და ის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დასრულდება, სადაც კანონპროექტის მოწინააღმდეგეების პროტესტი დღესაც გაგრძელდება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა