თეგებით ძიება

ნეტა რას ჭიდაობთ მაგ ცენტრალურ სცენაზე. მაინც ყველა სასაცილო ხართ, ვინც მანდ იჯგიმებით - თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩამოვდივართ (დღეს ვერ ჩამოვუსწრებ)  და ტრადიციულად, პირველ სკოლასთან დავბანაკდებით - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში სამომავლო გეგმების შესახებ წერს:

ნეტა რას ჭიდაობთ მაგ ცენტრალურ სცენაზე. მაინც ყველა სასაცილო ხართ, ვინც მანდ იჯგიმებით. 

ჩამოვდივართ (დღეს ვერ ჩამოვუსწრებ)  და ტრადიციულად, პირველ სკოლასთან დავბანაკდებით.

კონგრესში რაც ვაჩვენეთ, იმ ფილმსაც ვაჩვენებთ. 

ასევე გაჩვენებთ რა ალტერნატივას გთავაზობთ - რას ვცვლით თქვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუ გვენდობით და მხარს დაგვიჭერთ. 

მოკლედ, საინტრესო საპროტესტო დღის წესრიგს შემოგთავაზებთ მათ, ვისაც სადღეგრძელოები და სცენიდან სასოწარკვეთილი ხავილი ისევე გძულთ, როგორც - მე ♥️

თავს არ გახვევთ ჩვენ თავს! 

ვისაც გაინტერესებთ, მხოლოდ მათ წარმოგიდგენთ ჩვენს დღის წესრიგს პირველი მაისიდან. 

და დარწმუნდებით, რომ უალტერნატივოა ევროპული საქართველო - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა