თეგებით ძიება

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან სპეცრაზმი განლაგდა

პარლამენტმა რუსული კანონის მეორე მოსმენის დღევანდელი განხილვა დაასრულა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, განხილვა ხვალ, 12 საათიდან გაგრძელდება. სავარაუდოდ კანონპროექტი ხვალვე გავა კენჭისყრაზე.

პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე სპეცრაზმი განლაგდა

სპეცრაზმი ცდილობს მოქალაქეეისგან ქუჩა გაათავისუფლოს, რათა პარლამენტის წევრებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლას. აქციის მონაწილეები სკანდირებენ : მონებო, მონებო! “გაგვატარეთ”.

ფოტო: მთავარი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა