თეგებით ძიება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დემონსტრანტები დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ვითარება კვლავ დაძაბულია - პარლამენტთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

 ადგილზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. 

სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ცდილობს. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ძალის გამოყენებას.

"ეს არის დარბევა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა