თეგებით ძიება

სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას - სოფო ჯაფარიძე ივანიშვილს მიმართავს

"ბიძინა ივანიშვილო, შენ დამთავრებული ხარ, სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას," - ეს განცხადება სოფო ჯაფარიძემ პარლამენთან აქციაზე გააკეთა, სადაც სპეცრაზმმა დარბევა დაიწყო.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ დაიღლებით, შეგეშინდებათო, არც დავიღლებით, არც შეგვეშინდება, ბრძოლა იქნება ბოლომდე. ხედავთ, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს, მაგრამ ვერ ეღირსებიან რომ დაგვღალონ, ასე წინა ხაზზე ვიდგები, არ მივცემ უფლებას, რომ ამ ახალგაზრდებს შეეხონ, მოვიდნენ, მე გადამიარონ, მე გამისწორდნენ ფიზიკურად, მაგრამ ამ ახალგაზრდებს ხელს ვერ დაადებენ. ბიძინა ივანიშვილო, შენ დამთავრებული ხარ, სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა