თეგებით ძიება

პარლამენტთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დეპუტატი ანი წითლიძე, ასევე „კურიერის“ ჟურნალისტი დაშავდა

პარლამენტთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად შედეგად რამდენიმე მონაწილე დაშავდა, მათ შორის "კურიერის" ჟურნალისტი, ასევე დეპუტატი ანი წითლიძეც.

„ნახეთ, რა გააკეთეს. უბრალოდ ვცდილობდი, რომ უკანა მხრიდან დარბევის დროს ახალგაზრდებს წინ დავდგომოდი, რომ მაგის შესაძლებლობა არ მიეცათ, რომ ახალგაზრდებისთვის შეთრევა უნდოდათ. აქ დაგვაცალეს გაზი და წიწაკის სპრეი. მშვიდობიანი ახალგაზრდები ხელებაწეული იდგნენ.

მამუკა მდინარაძე, ბიძინა, ეს მოგწონთ? გგონია, ეს რომ დაგვმართე, ჩვენს ახალგაზრდებს ამით უკან დაგვხევ? ცოტა აზრზე მოვალ და ისევ იქ დავდგები. გგონია, ამით ვინმე შეაშინე? შენ ხარ შეშინებული, იმიტომ, რომ ასე გჭირდება ჩვენი და ამ ახალგაზრდების დაზიანება, რომ შენ პარლამენტიდან გახვიდე. ამ ბავშვებს ეს იმიტომ დაუშინეს, რომ ეს მშიშარა „ქართული ოცნების“ დეპუტატი პარლამენტიდან გასულიყვნენ“ - ამბობს ანა წითლიძე 

ცნობისთვის, ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად პარლამენტის შენობასთან მიმდებარე აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. მათ პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ.

ფოტო: ინტერპრესნიუსი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა