თეგებით ძიება

მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე ისევ დაბრუნდნენ, ქაშუეთის ეკლესიასთან სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა დგას

სპეცრაზმმა პარლამენტის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა, თუმცა მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე ისევ დაბრუნდნენ.

სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზებულია ქაშუეთის ეკლესიასთან.

აქციის მონაწილეების მისამართით ისმის გაფრთხილება: „მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად”.

აქციის მონაწილეები, რომლებიც კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე, სტვენით და შეძახილებით პასუხობენ აღნიშნულ გაფრთხილებას.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა