თეგებით ძიება

"ლევან ხაბეიშვილი შეიჭრა პოლიციის კორდონში, მათ გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც, მიიღო სხეულის დაზიანება“ - შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა იმ დროს მიიღო სხეულის დაზიანებები, როდესაც სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდა.

გუშინდელ აქციაზე 6 სამართალდამცველი დაშავდა, დაკავებულია 63 პირი - შსს

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ლევან ხაბეიშვილი პოლიციისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

„არა მხოლოდ აქციის მონაწილეები, არამედ ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც მუდმივად სჩადიოდნენ ძალადობას. კადრებში კარგად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. 

ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას“, - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა