პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან - ანდრიუს კუბილიუსი
პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან, დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთი და იგივეა: სანქციები, კოლაფსი და ტრიბუნალი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს.
„პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან: თავიდან, მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენება, ხოლო შემდეგ, ქვეყნის დემოკრატიული მომავლის წინააღმდეგ დიქტატურის დამყარება. დიქტატურის მომავალი ყოველთვის ერთი და იგივეა: სანქციები, კოლაფსი და ტრიბუნალი“, - წერს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი X-ზე.