პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
83 მომხრე, 23 წინააღმდეგი - ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, "ქართულმა ოცნებამ" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.
ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. მობილიზებულია საპოლიციო ძალები, ადგილზე იმყოფებიან სპეცრაზმელებიც და მიყვანილია წყლის ჭავლის მანქანაც.