თეგებით ძიება

რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ, "ოცნების" წევრები პარლამენტს შეძახილების ფონზე, სპეცრაზმის დახმარებით ტოვებენ

„არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“- ამ შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზეშეკრებილი აქციის მონაწილეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის ევროინტეგრაციის წინსვლას არ ემსახურება, ის არის რუსული კანონი, ამიტომ ხელისუფლებამ კანონი უკან უნდა გაიწვიოს.

რუსული კანონის მომხრე დეპუტატები საკანონმებლო ორგანოს ელვის სისწრაფით ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ. 

მათ გზა სპეცდანიშბულების რაზმმა გაუთავისუფლა, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების შეძახილებს მათთვის დისკომფორტი არ შეექმნათ. 

პარალელურად, სპეცრაზმს პარლამენტის უკანა და გვერდითა შესასვლელები აქვს დაკავებული. ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა