თეგებით ძიება

ამ რუსული კანონის რეალური დასასრული, პასუხი არის ოქტომბრის არჩევნების დროს ხმის მიცემაში - სალომე ზურაბიშვილი

მჯერა, თავშეკავებას გამოვიჩენთ, რადგან არჩევნებამდე გრძელი გზაა და ამ რუსული კანონის და სხვა ბევრი კანონის, რომელიც ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში მიიღეს, რეალური დასრულება, პასუხი არის ოქტომბრის არჩევნების დროს ხმის მიცემაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა არასტაბილური სიტუაციის გაუარესება და გარკვეული სამოქალაქო კონფლიქტი, პრეზიდენტმა უპასუხა: “არ ვფიქრობ, რომ არასტაბილური სიტუაციაა”.

„ვფიქრობ, ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან, რომ დაიცვან ევროპული მომავალი დაიცვან, ძალიან გონიერები არიან და ძალიან შეგნებულად უყურებენ იმ ფაქტს, რომ ქვეყნისთვის, რომელსაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი ტერიტორია აქვს, უსაფრთხოებასთან თამაში არ შეიძლება. ასე რომ, ისინი მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს გამოხატავენ, თუმცა იყო გარკვეული პროვოკაციები პოლიციისა და სპეცრაზმისგან, მაგრამ მჯერა, თავშეკავებას გამოვიჩენთ, რადგან არჩევნებამდე გრძელი გზაა და ამ რუსული კანონის და სხვა ბევრი კანონის, რომელიც ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში მიიღეს, რეალური დასასრული, პასუხი არის ოქტომბრის არჩევნების დროს ხმის მიცემაში. ასე რომ, მიზანი და ამოცანა ძალიან ნათელია - საქართველოს ევროპულ მომავალთან შესაბამისობაში ყოფნა. ეს არის, რაც საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის და რასაც ძალიან კარგად დაიცავს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა