თეგებით ძიება

7 ნოემბრის დარბევა ივანიშვილის ორგანიზებით მოხდა – სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ “ლელოს” წევრმა “დღის ამბების” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილმა წაახალისა 7 ნოემბრის დარბევა.

“ივანიშვილის უშუალო თანამონაწილეობით მოხდა 7 ნოემბრის დარბევის ორგანიზება. მე ეს ინფორმაცია მაქვს და დრო არის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე. 7 ნოემბრის წახალისება მოხდა ივანიშვილის მიერ. ივანიშვილმა წაახალისა 7 ნოემბრის დარბევა. 7 ნოემბრის დარბევა იყო ძალიან მძიმე მომენტი. მე როგორც საქართველოს ელჩმა ევროკავშირში დავუკავშირდი დავით ბაქრაძეს და ვუთხარი, რომ ან ახლა რაიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც გამოასწორებს სიტუაციას, ან ახლა მე დავწერ განცხადებას ევროკავშირში, რადგან არანაირი აზრი ჩემ ბრიუსელში ყოფნას არ ექნება, რადგან ჩვენ წინ ვერ წავალთ ევროკავშირისა და ნატო მიმართულებით. ამის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა. ეს მიიღო დასავლეთმა როგორც დასტური იმისა, რომ პასუხისმგებლობა 7 ნოემბერზე მაშინდელმა ხელისუფლებამ აიღო” - აცხადებს სამადაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა