თეგებით ძიება

Anonymous კობახიძეს: "თუ გააგრძელებთ მომიტინგეებზე თავდასხმას, ამას ვუპასუხებთ"

ჰაკერული დაჯგუფება Anonymous პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს გააგრძელებს, დაჯგუფება სამთავრობო ვებგვერდებზე უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განახორციელებს.

"ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს, რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველების მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!

თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს სამართალდამცავების გამოყენებით მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, ჩვენ ამას ვუპასუხებთ, სამთავრობო ვებგვერდებზე კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი კიბერშეტევებით!", - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, Anonymous-მა კიბერშეტევა რამდენიმე სამთავრობო ვებგვერდზე განახორციელა. მათი თქმით, ეს ქმედებები თბილისსა და ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის ძალადობის საპასუხოა.

ჰაკერული დაჯგუფების განცხადებით, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩუმებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა