თეგებით ძიება

JAM news: საქართველოში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები არ წყდება

JAM news წერს, რომ აპრილიდან მოყოლებული საქართველოს მასშტაბით მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირებას მოჰყვა. "დიახ ევროპას, არა რუსულ კანონს!" ამ ლოზუნგით 28 აპრილს დემონსტრანტთა რიცხვმა პიკს მიაღწია, როგორც გამოცემა აღნიშნავს აქციას 120,000-ზე მეტი მოქალაქე შეუერთდა.

ამ პროტესტს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურს უწოდებენ.

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი მჭიდროდ წააგავს რუსეთის საგარეო აგენტების კანონს და ემსახურება იმავე მიზანს კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩახშობას. ევროკავშირის ლიდერები აფრთხილებენ, რომ ამ კანონის მიღებამ შეიძლება შეაჩეროს საქართველოს ევროინტეგრაცია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა