თეგებით ძიება

“შაკირას დონის ქორეოგრაფია აქვს”- BBC ნუცა ბუზალაძეზე წერს

BBC ევროვიზიის კონკურსისა და მისი მონაწილეების შესახებ სტატიას აქვეყნებს. 37 მომღერალს შორის, ბრიტანული მაუწყებელი საქართველოს წარმომადგენელზეც წერს.

ავტორის შეფასებით, უნარები, რომლებიც ნუცა ბუზალაძეს გამოარჩევს, საკმარისია იმისთვის, რომ მან ფინალში იმღეროს.

"კონკურსანტს შარშანდელი American Idol-იდან, სადაც კაილი მინოუგთან ერთად წარდგა – ნუცას სცენაზე წარდგენის უდიდესი ნიჭი და შაკირას დონის ქორეოგრაფია აქვს”, – წერს BBC.

ნუცა ბუზალაძე საქართველოს ევროვიზიაზე სიმღერით Firefighterწარადგენს.

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება. ბუზალაძე, საქართველოს სახელით, ნახევარფინალში 9 მაისს იმღერებს


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა