თეგებით ძიება

მესტიაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი სამი მოზარდიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში, მდინარე ნაკრაში გადავარდნილი 3 მოზარდიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ნაპოვნია 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი.

ორი დღის წინ იმავე ლოკაციაზე იპოვეს 16 წლის ეკა ვიბლიანიც ცხედარიც. მესამე დაკარგული მოზარდის საძიებო სამუშაოები გრძელდება.

მდინარე ნაკრაში მაშველები ახალგაზრდებს 5 დღეა ეძებენ. საძიებო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ჩართული არიან ადგილობრივებიც.

2 მაისს ავტომობილი, რომელშიც სკოლის სამი მოსწავლე იმყოფებოდა, მდინარე ნაკრაში გადავარდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა