თეგებით ძიება

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება, - ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.­

ალენ სიმონიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, დაესწრება თუ არა სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიას, უარყოფითი პასუხი გასცა.

„მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა სომხეთის პარლამენტის სპიკერმა.

თავად ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეხვედრაში მისი მონაწილეობა განიხილება, მაგრამ პუტინის ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ დასმული შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა