ევროვიზია 2024 დღეს დაიწყება
შვედეთის ქალაქ მალმოში დღეს ევროვიზია გაიხსნება. კონკურსის პირველი ნახევარფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს, სიმღერით Firefighter. ის მეორე ნახევარფინალში იმღერებს, რომელიც 9 მაისს გაიმართება. წარმატების შემთხვევაში კი მას უკვე ფინალში ვიხილავთ, რომელიც 11 მაისს ჩატარდება.