რუსეთი თავად განსაზღვრავს თავის ბედს - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსი ხალხი რუსეთის ბედს დამოუკიდებლად თავად განსაზღვრავს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ რუსეთის ბედს. რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის კურსის სისწორეს თავად წყვეტენ“, - განაცხადა პუტინმა.
გარდა ამისა, პუტინმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის განვითარების გრძელვადიანი გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ღირსეულად გავივლით ამ რთულ ეტაპს, გავძლიერდებით და აუცილებლად განვახორციელებთ გრძელვადიან გეგმებს და ფართომასშტაბიან პროექტებს, რომლებიც მიმართულია მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2030 წლამდე დაიკავებს. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 15-დან 17 მარტის ჩათვლით გაიმართება.