თეგებით ძიება

იმერული ხაჭაპურის მომზადება გაიაფდა და 6.24 ლარი გახდა

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2024 წლის აპრილის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.24 ლარი შეადგინა, რაც 4%-ით აღემატება 2023 წლის აპრილის მაჩვენებელს, თვიურ ჭრილში კი (2024 წლის მარტთან შედარებით) ხაჭაპურის ღირებულება 2.4%-ით შემცირდა.

2024 წლის აპრილში ინდექსი შემცირდა ბათუმში (-5.9%), ქუთაისსა (-4.9%) და თბილისში (-3.7%), თელავში კი გაიზარდა (+4%).

რაც შეეხება ინგრედიენტების ფასებს, აპრილში წლიური ფასები გაიზარდა ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტზე: კარაქი (+15.6%), საფუარი (+15.3%), რძე (+12.1%), კვერცხი (+3.2%), ყველი (+2.2%), ფქვილი (+0.4%). თუმცა თვიურ ჭრილში ინგრედიენტების უმეტესობის ფასები შემცირდა: ყველი (-4,1%), საფუარი (-1,2%), კვერცხი (-1,1%), რძე (-0,7%). გამონაკლისი აღმოჩნდა კარაქი (+1,1%) და ფქვილი (+0,7%).

ფასების თვიური კლება ემთხვევა ახალი რძის წარმოების სეზონურ ტენდენციას, რომელიც ტრადიციულად პიკს ივნისსა და ივლისში აღწევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა