თეგებით ძიება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და IDFI-ის დირექტორზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს" პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლა დაიწყო.

შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას" გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გიორგი კლდიაშვილმა შვედეთის საელჩო დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა