კრიპტო-მილიონერს მისამართები აერია და 69,3 მილიონი დოლარი უცნობს გადაურიცხა
ცნობილი კრიპტო-მილიონერი თაღლითების მსხვერპლი გახდა და ბიტკოინებში დანაზოგის 97 პროცენტი დაკარგა. ამის შესახებ Business Insider წერს.
თაღლითებმა კრიპტოვალუტაზე მომუშავე ტრეიდერის მისამართის მსგავსი მისამართზე ანგარიში გახსნეს. ისინი პერიოდულად ტრეიდერის ანგარიშზე მცირე გადარიცხვებს აკეთებდნენ იმ იმედით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მას მისამართები აერეოდა და ფულს თაღლითებთან გადარიცხავდა. ასეც მოხდა.
ტრეიდერმა $69,3 მილიონის ბიტკოინები შეცდომით სხვას გადაურიცხა. დღეს მის ანგარიშზე დარჩენილი კრიპტოვალუტის ღირებულება 1,7 მილიონ დოლარზე ნაკლებია.
თაღლითებმა მოპარული ბიტკოინები სხვა კრიპტოვალუტაში - Ethereum-ში გადაცვალეს.