თეგებით ძიება

ან უნდა დაყვეთ ქართველების ნებას, ან გადაგიმტვრევენ მუხლზე საქართველოს მოქალაქეები - გოგიძე

„რომ გამოსავალი არ გაქვთ, ან უნდა დაყვეთ ქართველების ნებას, ან გადაგიმტვრევენ მუხლზე საქართველოს მოქალაქეები,“ - ამ სიტყვებით მიმართავს ხელისუფლებას კახა გოგიძე.

კახა გოგიძის თქმით, საქართველო ახლა ერთიანია და ამას აჩვენებს აქციაზე მისული მოსახლეობაც.

მივა იქამდე, რაც მეტს შეავიწროებენ ქართველ ხალხს, უფრო უარესი უკუგება მოხდება. 9 აპრილს როცა დაგვარბიეს და დაგვხოცეს, წელში გადატყდა მთელი თაობა და დღემდე მოგვაქვს ეს დაღა და ეს სიკვდილი არსად არ წასულა, მეორე დღეს ისევ შევიკრიბეთ, სანამ მივედით თეატრალურ ინსტიტუტამდე, რუსის ღორები ავტომატებით იდგნენ და ზურგს უკან ვგრძნობდი ამ იარაღს და საერთოდ არაფრის არ გვეშინოდა... აივანზე ვიდექით - ტანკები იდგნენ, დავიწყეთ დაგეგმა როგორ დაგვეწყო წინააღმდეგობა... ეს რისი მანიშნებელია, რომ ჩვენც ამხელა ბიჭები ვიყავით, ამას რომ ვგეგმავდით, ამ ძალადობამ და დახოცვამ ჩვენც გაგვანადგურა მაგრამ ისეთი ბრძოლის ჟინი დაიბადა და ისეთი საშინელებების მომზადება დავიწყეთ მათთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამათ არ იციან ვისთან აქვთ საქმე, ესენი არ იცნობენ ქართველებს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული სახელები და გვარები აქვთ, ესენი არ იცნობენ ქართველებს, რაც მეტ პრესი მოაყოლებენ ჩვენს ხალხს, მით უარეს მიიღებენ. ასე, რომ გამოსავალი არ გაქვთ, ან უნდა დაყვეთ ქართველების ნებას, ან გადაგიმტვრევენ მუხლზე საქართველოს მოქალაქეები,“ - ამბობს კახა გოგიძე.

წყარო: ტვ პირველი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა