თეგებით ძიება

საერთაშორისო სასამართლოს დონეზე „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციადაც არის აღიარებული - პაპუაშვილი

საერთაშორისო სასამართლოს დონეზე „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციადაც არის აღიარებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილებით „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი ბუნება და 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაადგინა პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის ფაქტი. მანამდე, სტრასბურგის სასამართლომ რადიკალურ ოპოზიციას ანალოგიური განაჩენი გამოუტანა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის უკანონო პიკეტირების საქმეზე. იმავე სცენარით განხორციელდა პარლამენტზე და სამართალდამცავებზე თავდასხმა ბოლო დღეებში მიმდინარე მიტინგებზეც. ამიტომ, დღეს უკვე საერთაშორისო სასამართლოს დონეზე „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციადაც არის აღიარებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის აქციების საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა, რომ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში დავობდნენ ევროპული კონვენციის ხუთი მუხლის დარღვევაზე, სასამართლომ დარღვევა დაადგინა მხოლოდ ერთ მუხლთან მიმართებაში, ისიც ნაწილობრივ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა