თეგებით ძიება

რამდენჯერ უნდა მოგვატყუონ, ხელისუფლებამ დადო პირობა და ჩვენ ეს დაპირება უნდა შევასრულებინოთ - ნანკა კალატოზიშვილი

რუსული კანონის წინააღმდეგ მთელი საქართველო ერთიანდება - "ქართული ოცნების" ინიციატივას სტუდენტებთან და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად, მსახიობებიც პერმანენტულ რეჟიმში აპროტესტებენ. 

ხელოვანები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ მისცემენ უფლებას, საქართველო ოკუპანტ რუსეთს დაუახლოვდეს და მთელი ევროპისგან იზოლაციაში მოექცეს.

ნანკა კალატოზიშვილი ივანიშვილის გუნდს 2023 წელს, მარტის აქციების შემდეგ გაცემულ დაპირებას ახსენებს - "ეს არის მყარი პირობა, რომელიც ბუნებრივია, არ გადაიხედება".

მსახიობი მმართველ პარტიას მოუწოდებს, რომ დადებული პირობა შეასრულონ და ხელახლა დაინიცირებული რუსული კანონი, რომელზეც ხელისუფლება წინა წელს ამბობდა, რომ კანონპროექტს აღარასდროს აღარ შემოაბრუნებდა, უკან გაიწვიონ.

"ერთი ადამიანი შეცვლის თუ არა რაიმეს, ყველას ეს  ჭიდილი აქვს, მაგრამ ის ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ ის ერთი ადამიანი არის თვითონ, ერთს გამოჰყავს ათი, ათს ასი და ა.შ.. ეს არის მყარი პირობა, რომელიც ბუნებრივია, არ გადაიხედება. ხელისუფლებამ დადო პირობა, რომელიც არ გადაიხედება. პირველ რიგში, თუ გინდა რაიმე მოსთხოვო, როდესაც სიტყვას დებ, რამდენჯერ უნდა მოგვატყუონ, ის უნდა შეასრულებინო. კანონების განხილვა არის მათ თამაშში ჩართვა. მიუხედავად იმისა, რომ წავიკითხეთ ეს კანონი ყველამ, ყველანაირი კანონი წავიკითხეთ, კანონის მუხლებშიც არ ვეთანხმებით, მაგრამ პირველი და საწყისი არის ის, რომ დადე პირობა, შეასრულე", - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა