თეგებით ძიება

ხელისუფლების ლიდერშიფში ხომ პრაქტიკულად არავინაა, ვინც ნაცების დროს აქტიური ოპოზიციონერი იყო - ზურაბიშვილი

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

2007 წელს, ნოემბრის აქციების დროს ვიღაც ტიპები გვირეკავდნენ ყველას, ვინც კი ვჩანდით მაშინ აქციებზე, მოგვიკითხავდნენ ფამილარულად, "რავა ხარ შეჩემა" სტილში და მერე იწყებდნენ დედის გინებას. ნომრებით რომ დავინტერესდით მაგთიში, ასე გვითხრეს, ეგენი შსს-ს აქვს წაღებულიო. სანამ აქციები იყო ეს გინებები სულ გრძელდებოდა. მერე შეწყდა და 2009 წელს, საკნების აქცია რომ იყო რუსთაველზე. რაღაც პერიოდი ისევ განახლდა. მაშინდელ ოპოზიციას ეხსომება ეს ამბები.

მოგვიანებით პატარა ირონიული ბლოგიც კი დავწერე ამაზე სათაურით "გინების სახელმწიფო დეპარტამენტი". 2012 წელს ეს სისულელე უკვე აღარ გამოუყენებიათ, ალბათ მიხვდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა, მაგრამ გავიდა ნაცების ხელისუფლების წასვლიდან თორმეტი წელი და ეტყობა ზემოთ ნახსენებ გინების დეპარტამენტის რომელიღაც ვეტერანს გაახსენდა ძველი გამოცდილება და წარმატებით მიასაღა იგი ქოცებს. ამ ხელისუფლების ლიდერშიფში ხომ პრაქტიკულად არავინაა, ვინც ნაცების დროს აქტიური ოპოზიციონერი იყო და შესაბამისად იმ დარეკვებისა და გინებების შესახებ არც იციან. ჰოდა რეკავენ ახლა, იგინებიან და ჰგონიათ, მაგარ ნოუჰაუს მივაგენით და მაგრად ჩავუსვარეთ გლობალური ომის პარტიას აკერმანის პროექტშიო.

აი, რა გინდა რომ თქვა? ვაი თქვენს პატრონს მართლა. ასეთი დებილები რანაირად ხართ, პერიოდულად გულწრფელად მიკვირს ხოლმე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა