თეგებით ძიება

"მე კიდევ მგონია, მარტო გარეთ გამოსვლა კი არა, ცოტა აგრესიაც უნდა ვისწავლოთ“ - მედიაში კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდა

სააგენტო for.ge-ს მიერ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერები ვრცელდება. ჩანაწერებში ისმის ორი უცნობი მოსაუბრის ხმა, ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საუბარი. ისინი მიმდინარე და დაგეგმილ აქციებს განიხილავენ.

მოსაუბრე 1: არა გარეთ გამოსვლა თუ არ ვისწავლეთ, არაფერი არ გამოვა, აზრი არ აქვს არაფერს (არ ისმის)

მოსაუბრე 2: მე კიდევ მგონია გარეთ გამოსვლა მარტო კი არა, ცოტა აგრესიაც უნდა ვისწავლოთ.

მოსაუბრე 1: რა აგრესია, ცხვარი გავატყავებინოთ?

მოსაუბრე 2: არა ცხვარი გავატყავებინოთ კი არა, ჩვენ მეტი ვინ გამოსულა ამდენი ათასი, ამდენჯერ ქუჩაში და ხელებაწეული, რა ხელებაწეული სად გინახიათ პროტესტი ხელებაწეული.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩვენ ისე მოვბილიზდეთ (არ ისმის), რომ ყველა თავის ფეხით მოვა, დაინახავენ რომ აქეთკენ პროცესი არის... ვერ დაგიჭერენ, 30 000 კაცი ნიშნავს, რომ შეგვიძლია 10 000 კაცი(არ ისმის), 10 000 პარლამენტთან დააყენო და რაც აქვს სახელმწიფო რესურსი მაგ ორ ადგილას მოუწევს მობილიზება. 10 000 კაცით წახვალ და სადმე სხვაგან შეხვალ. 30-ზე ბევრად მეტი იყო, მაგრამ რისთვის იყო გამოსული არავინ არ იცოდა. რის გამო, ეს ხალხი გამოსული იყო იმის გამო გაბრაზდნენ, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრა ეგ გასაგები იყო, მაგრამ ამის იქით რაზე იყო წამსვლელი არავინ არ იცოდა. თქვენ ეხლა ვინც ხართ აქ ხალხი, გამოსული ხართ ის ხალხი, ვინც მე მომისმინეთ, რომ ვთქვი, რომ ქუჩაში და პროტესტი და პარალიზება არის გზა და მაგიტო ხართ მოსული, ჩვენ თუ ესე გავიზრდებით, ჩვენ გვეცოდინება ყველას, რომ ეს ხალხი ვართ, რომ ამაზე მზად ვართ, რომ წავიდეთ... 20 ივნისს ამ ლიდერშიფს წარმოდგენა არ ჰქონდათ, ეს ხალხი რაზე იყო წამსვლელი, ჩვენ თუ გავიზრდებით ესე, გვეცოდინება რა ხალხი ვართ, რისი გაკეთება გვინდა, მიზანი რა გვაქვს, რაზე ვართ მზად, არავინ ჩვენი გამჩერებელი არ იქნება, შანსი არ არის.

იქამდე, for.ge-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის. ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება.

კიდევ ერთ გავრცელებულ ჩანაწერებში აქტივისტების - ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის საუბარი ისმის, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა