თეგებით ძიება

"დინამოს" ქომაგები დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით ერთიანდებიან

საფეხბურთო კლუბის თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება "მიმინო 1925" აფუძნებს მოძრაობას "პირველი მერცხალი".

„რუსული კანონის ინიცირების დღიდან გვქონდა მკაფიო პოზიცია და დაუგეგმავად ვიდექით დედაქალაქის მთავარ გამზირზე”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ორგანიზაციის მიზნად და საზრუნავად დასახელებულია “დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირება, ჰუმანიტარული აქტივობები და კოორდინაციისა და ორგანიზებულობის ზრდა”.

„ჩვენთვის დინამო იყო, არის და იქნება ეროვნული სულისკვეთების სიმბოლო.”, - წერია განცხადებაში, რომლის ავტორების თქმით “საპოლიციო რეჟიმის დინამიკა გვკარნახობს, რომ დათითოკაცებული აქტივობა უკვე საფრთხის შემცველია და დროა, გავერთიანდეთ”.

2024 წლის პირველ მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში სამ კვირაზე მეტია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება.

ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო „აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა