უკრაინა: დრონებით იერიში მივიტანეთ რუსულ ნავთობბაზაზე
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსულ ნავთობბაზაზე იერიში მიიტანა.
კალუჟის ოლქში მდებარე პერვი ზავოდის ტერიტორიაზე შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი წაეკიდა დიზელისა და მაზუთის 3 საცავს.
გუბერნატორ ვლადიმირ შაპშის თქმით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
10 მაისის ღამეს, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, რუსეთის სხვა რეგიონებშიც მიიტანა იერიში.
თავის მხრივ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 10 დრონი გაუშვა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა.