თეგებით ძიება

ჩერგოლეიშვილი ივანიშვილზე: ეს არის ჭკუიდან გადასული რუსი მონსტრი რომელმაც ქართველებს ერთმანეთის გინება და ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა

ტაბულას დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

ჩაჯმულების ტერორი ჰქვია იმას, რაც ქვეყანაში ტრიალებს ივანიშვილის დავალებით. 

ანუ ამ კაცმა აიღო და პირდაპირი დავალება გასცა, რომ ქართველები ერთმანეთს ჩაუსაფრდნენ და სცემონ, დაურეკონ და აგინონ. 

ეს არის ჭკუიდან გადასული რუსი მონსტრი რომელმაც ქართველებს ერთმანეთის გინება და ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა. 

ჩვენ არასოდეს გვყოლია ხელისუფლება, რომლის თავგასულობაც და ძალადობისკენ მიდრეკილებაც გაგვაკვირვებდა. 

მაგრამ კომუნისტების შემდეგ არ მომხდარა, რომ საქართველოს ხელისუფალი, საქართველოს ისტორიას და მომავალს, ქართველ ხალხს ასე თავხედურად და უტიფრად დაპირისპირებოდა. 

ვისაც ომის და არეულობის გეშინიათ, გინდათ ქოცი იყოთ, გინდათ ობერქოცი, გაიაზრეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გაგიჟდა და იზოლაციაში მოაქციეთ. 

დაიჯერეთ, რომ უკონტროლო ძალაუფლება ადამიანებს აგიჟებს და მარტო დატოვეთ თავის სიგიჟესთან და მარიონეტებთან. 

გამოეცალეთ. 

ვინც თავისი შინაარსით ქართველია! ვისაც მშვიდობა სურს! 

და მცირე გონი მოეკითხება!

უნდა გაიაზროს, რომ ივანიშვილი გაგიჟდა და მარტო დატოვოს საკუთარ მარიონეტების თეატრში!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა