ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა
ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულებიდან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დანარჩენები კი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შსს-მ სამხედრო ჟურნალისტი და ბლოგერი უჩა აბაშიძე რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.