თეგებით ძიება

უნგრეთმა და ჩინეთმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

უნგრეთმა და ჩინეთმა, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რამდენიმე ახალ შეთანხმებას, მათ შორს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას, მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულებების გაფორმება ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სი ძინპინთან დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთი გააგრძელებს ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობას.

„მინდა დავარწმუნო პრეზიდენტი, რომ უნგრეთი გააგრძელებს სამართლიანი პირობების შექმნას ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ ჩვენს ქვეყანაში და რომ ჩვენ შევქმნით შესაძლებლობას ყველაზე თანამედროვე დასავლური და ყველაზე თანამედროვე აღმოსავლური ტექნოლოგიების უნგრეთში შეხვედრისა და თანამშრომლობის დამყარებისთვის,“ – განაცხადა ორბანმა.

სი ძინპინის თქმით კი, ის და ორბანი შეთანხმდნენ, რომ „ერთი სარტყლისა და ერთი გზის“ ინიციატივა „უაღრესად შეესაბამება უნგრეთის სტრატეგიას აღმოსავლეთისკენ გახსნის შესახებ“ და რომ ჩინეთი მხარს უჭერს უნგრეთს, შეასრულოს კიდევ უფრო დიდი როლი ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ხელშეწყობაში.

სი ძინპინის უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში უნგრელმა და ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და ხელი მოაწერეს 18 სხვა ხელშეკრულებას და ურთიერთგაგების მემორანდუმს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა