თეგებით ძიება

დედამიწაზე ბოლო 20 წლის განმავლობაში უძლიერესი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო

დედამიწაზე ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელსაც ყველაზე მაღალი, G5 დონე მიანიჭეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

G5 არის ექსტრემალურად ძლიერი მაგნიტური ქარიშხლის დონე. შესაძლოა, პრობლემები მოხდეს ელექტრომოწყობილობების მუშაობაში, ენერგეტიკის ობიექტებზე და კოსმოსურ ხომალდებზე. პოლარული ციალის დანახვა ტროპიკული განედიდადანაც კი იქნება შესაძლებელი.

პოლარული ციალის დანახვა შესაძლებელი იქნება საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.

მედიკოსები ამ დღეებში ადამიანებს ზედმეტი აქტიურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით ეს ეხება პირებს, რომლებსაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აღენიშნებათ.  

მაგნიტური ქარიშხალი, სავარაუდოდ, 20-დან 40 საათამდე გაგრძელდება. მაგნიტური ქარიშხლის მიზეზი მზეზე მომხდარი 4 აფეთქება იყო, როდესაც ჩვენი სისტემის ვარსკვლავმა პლაზმის ოთხი დიდი ღრუბელი გამოიტყორცნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა