თეგებით ძიება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები შეათანხმეს. როგორც გერმანული გამოცემა Welt am Sonntag-ი წერს, 11-გვერდიანი დოკუმენტი გამორიცხავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აგრესიის შემთხვევაში ევროკავშირმა ერთი დღის განმავლობაში უნდა გამართოს კონსულტაციები კიევთან, რათა გაიგოს უკრაინის საჭიროებები, რომელიც გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად თავდაცვის უფლების რეალიზებას ახორციელებს.

ამასთანავე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება სამხედრო, სამოქალაქო, ჰუმანიტარული, ფინანსური, სავაჭრო და ეკონომიკური დახმარების გზით. კერძოდ, ეს ეხება უკრაინელი ლტოლვილების მიღებას და უკრაინის ომის შემდგომ აღდგენას.

სავარაუდოდ, შეთანხმებას ხელი ივლისის დასაწყისში მოეწერება და უსაფრთხოების გარანტიები იმოქმედებს იქამდე, ვიდრე უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში არ გაწევრიანდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა