„შენი რეალური ჯალათები სწორედ ისინი გახდებიან“ - ხუხაშვილი ივანიშვილს მიმართავს
პოლიტოლოგი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
ბიძინა, უნდა იცოდე, რომ საფრთხე ჩვენგან კი არა, იმ ხალხისგან გელოდება, რომელიც ახლა “ერთგულებას” და მონურ მორჩილებას გიცხადებს…
მათ მხოლოდ თვითგადარჩენის ცხოველური ინსტიქტი ამოძრავებს, რომელიც შენთვის ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე ჩვენი გაბრაზება…
შენი რეალური ჯალათები სწორედ ისინი გახდებიან…
ის დროა, მათგან თავის დაცვაზე ფიქრობდე და არა ჩვენს “გატეხვაზე”, რაც შეუძლებელია…