თეგებით ძიება

პრეზიდენტი ამბობს ვეტოს დავადებ, ოღონდ მოტივირებულ შენიშვნებს არ დავწერო, ეს იგივეა, პროკურორმა თქვას, დავიჭერ ამ ადამიანს, მაგრამ არ ვეტყვი საზოგადოებას, რა ბრალს წარვუდგენო - მდინარაძე

ვეტო თავის არსით მოიცავს იმას, რომ ეს უნდა იყოს მოტივირებული შენიშვნა კანონთან დაკავშირებით, მან უნდა ჩაწეროს მისი მოსაწონი ალტერნატიული პროექტი და ამბობს, ამას არ გავაკეთებ, უბრალოდ ვეტოს დავადებო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იგივეა პროკურორმა ადამიანი დააკავოს, ოღონდ განაცხადოს, რომ ბრალზე არ ისაუბრებს.

„გარანტიას გაძლევთ, ვერ ნახავთ მსოფლიო ისტორიაში, ან პრეზიდენტების მოღვაწეობის, საქმიანობის ისტორიაში ვერცერთ პრეცედენტს ვეტოსთან დაკავშირებით, ამბობდეს პრეზიდენტი, რომ მე ვეტოს დავადებ, ოღონდ, მოტივირებულ შენიშვნებს არ დავწერ. ასეთი შემთხვევა ვერ იქნება და მე ვერ წარმომიდგენია, რომ ასეთი შემთხვევა ისტორიას ჰქონდეს სადმე შემორჩენილი. ვეტო თავის არსით მოიცავს იმას, რომ ეს უნდა იყოს მოტივირებული შენიშვნა კანონთან დაკავშირებით, რა მოსწონს პრეზიდენტს და რა არ მოსწონს. უნდა ჩაწეროს მისი მოსაწონი ალტერნატიული პროექტი. ეს არის ვეტოს აქტი და მე ამას არ გავაკეთებ, უბრალოდ ვეტოს დავადებო. ეს იგივეა, რაც პროკურორმა, რომ განაცხადოს მე დავიჭერ ამ ადამიანს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვეტყვი საზოგადოებას, რა ბრალს წარვუდგენ. მიმაჩნია, რომ ის არის დასაჭერი, ოღონდ ბრალზე არ ვილაპარაკებ. არ არის უტრირებული, ოღონდ მართლა არ არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა