„ცხოვრებაში პირველად შევედი ცარიელ აუდიტორიაში, ძალიან ვამაყობ ჩვენი სტუდენტებით“ – თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ნაწილი, რომლებმაც გასულ ღამეს, ლოზუნგით – „გაუთენე საქართველოს“, პარლამენტთან მორიგი აქცია გამართეს, კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან რჩება.
მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანებიან სხვადასხვა უნუვერსიტეტის ლექტორები და ცარიელ აუდიტორიებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ:
„ცხოვრებაში პირველად შევედი ცარიელ აუდიტორიაში.
რატომ? მარტივი მისახვედრია.
ძალიან, ძალიან ვამაყობ ჩვენი სტუდენტებით“, – წერს თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი, გიორგი მელაშვილი სოციალურ ქსელში.