თეგებით ძიება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები განისაზღვრა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიებით ისარგებლებენ, - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

"ბრძანების თანახმად, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მოსამსახურე, სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით, მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1875 ლარის ოდენობით დაქორწინების, შვილის შეძენის/შვილად აყვანის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური განსაკუთრებულად აფასებს სისტემაში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს და ყოველდღიურად ზრუნავს მათთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა